წმიდა მართალი იობ მრავალვნებული

ერთხელ, როცა უფლის საყდარში წმიდა ანგალოზები გამოცხადდნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება თავს, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, მხოლოდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მსახური ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო ის, რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან მონაბერმა მძლავრმა ქარმა ჭერი თავზე დაამხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისაგან გულშემოყრილმა იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით, მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.
უფლის ანგელოზები კვლავ წარდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.
იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულა ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი წასკდათ. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დასწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და ურჩიეს, მონანიება. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისთვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 248 წლისა.
სულისთვის სასარგებლო ბმულები :
მართლმადიდებლობის ბიბლიოთეკა
ტელევიზია ერთსულოვნება
სულიერი და ინტელექუალური განვითარების ცენტრი
სტუდია მრევლი სტუდია გუთანი
საქართველოს ვაჟთა 71-ე ჩემპიონატი ჭადრაკში
![]() |
ლევან ფანცულაი |
![]() |
ბაადურ ჯობავა |
![]() |
ზურაბ ჯავახაძე |
![]() |
კონსტანტინე - კოკა შანავა |
![]() |
დავით ლომსაძე |
![]() |
გიგა ყუფეაძე |
![]() |
ივერი ჭიღლაძე |
![]() |
ლუკა პაიჭაძე |
![]() |
დავით არუთინიანი |
![]() |
მერაბ გაგუნაშვილი |
![]() |
ირაკლი ბერაძე |
![]() |
დავით ზარქუა |
![]() ![]() |
კაცი ღმად ჩაფიქრდა.... |
მეექვსე ტური - შავები გამოყოჩაღდნენ -მიმოხილვა
მეხუთე ტური - თეთრების თეთრი დღე
მეოთხე ტურის მიმოხილვა
მესამე ტურის მიმოხილვა
პარტიების პირდაპირი ჩვენება
ყველა პარტია
ც ი ნ ც ხ ა ლ ი ა მ ბ ე ბ ი ანუ თითქმის თანამედროვე ონ-ლაინ
19 მაისი დასვენების დღეა. 20 მაისს 15.00 მეშვიდე ტური იწყება.
თბილისის თასი 8 და 12 წლამდე მოჭადრაკეებს შორის
ბიჭები 8 III ტური
1 Kacharava Nikolozi ( 3 ) - Tsotsoria Giorgi ( 2ォ) 13- 2
2 Lomsadze Saba ( 2ォ) - Kemularia Irakli ( 2 ) 8- 11
3 Gabunia Dato ( 2 ) - Shoshiashvili Giorg( 2 ) 4- 7
4 Nebieridze Luka ( 1ォ) - Natsaridze Tornike ( 1ォ) 9- 5
5 Loladze Andria ( 1ォ) - Chakhvashvili Alexa( 1ォ) 1- 10
6 Khimshiashvili Luka( 1 ) - Beitrishvili Salome( 1 ) 6- 15
7 Qatamadze Marta ( 1 ) - Gelashvili Vakhtang( 1 ) 14- 3
8 Kapatadze Sandro ( 0 ) - Tetrashvili Vasiko ( 0 ) 12- 16
2 Qoridze Luka ( 2 ) - Bukia Koka ( 2 ) 7- 1
3 Chelidze Gurami ( 2 ) - Mamulaishvili Tsotn( 2 ) 4- 5
4 Taturashvili Beqa ( 1ォ) - Gogia Luka ( 2 ) 10- 13
5 Choquri Koba ( 1ォ) - Bezhuashvili Alexan( 1 ) 16- 9
6 Kvaratskhelia Nika ( 1 ) - Aznarashvili Giorgi( 1 ) 8- 15
7 Kobakhidze Irakli ( 1 ) - Abuladze Sergi ( 1 ) 12- 11
8 Kiknavelidze Tamazi( 0ォ) - Lekborashvili Dachi( 0 ) 6- 14
გოგოები 12
1 Tsomaia Ekatertine ( 2 ) - Janiashvili Mariami( 3 ) 6- 4
2 Tsamalashvili Maria( 2 ) - Sanikidze Salome ( 2 ) 2- 5
3 Getsadze Mariami ( 1 ) - Gurjievi Mariami ( 1«) 9- 3
4 Pipia Kato ( 1«) - Khutsurauli Salome ( 1 ) 8- 7
Bye : 1 Kaviladze Lizi ,
მატჩის მეექვსე პარტიაც ყაიმით დამთავრდა , ანგარიშია 3 - 3
ოფიციალური გვერდი Official site მატჩის მეხუთე პარტია-ყაიმი
გუშინ მეორე დასვენების დღეს... სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
მატჩის მეოთხე პარტიაც ყაიმით დამთვრდა
მესამე პარტია ყაიმით დასრულდა
Комментариев нет:
Отправить комментарий