სწრაფ ჭადრაკში და ბლიცში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. 15.05-16.05.2012 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი: 15.05-16.05.2012 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
3. მონაწილენი:
ტურნირში მინაწილეობა შეუძლიათ რეიტინგით 2150 და ზევით და
საერთაშორისო წოდებიან მოჭადრაკე ქალებს.
(სატურნირო და ფედერაციის საწევრო შესატანის, გზის, ბინისა და კვების ხარჯებს
დაფარავენ თვით მონაწილენი, ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები).
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
თითოეულს 25 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
5. თაი-ბრეიკი: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება
- პროგრესი (რეგრესით);
- მოგებების რაოდენობა;
- ბუჰგოლცი.
6.კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.
7. ტურნირის განრიგი:
რეგისტრაცია 15 მაისი 14.00-15.00
გახსნა 15 მაისი 15.00
I ტური 15 მაისი 15.00
II ტური 15 მაისი 16.00
III ტური 15 მაისი 17.00
IV ტური 15 მაისი 18.00
V ტური 16 მაისი 15.00
VI ტური 16 მაისი 16.00
VII ტური 16 მაისი 17.00
დახურვა 16 მაისი 18.00
8. გამარჯვებულები:
1- 3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა
მიიღონ მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში და ბლიცში
ქ. ბათუმი 30.05-06.06.2012 წ. (დაფინანსების გარეშე).
აქედან მხოლოდ ერთ მოჭადრაკეს 2300 რეიტინგით და ქვევით აქვს მსოფლიო
ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება.
ტურნირის დირექტორი: ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий