6 мая 2012 г.

       გილოცავთ  გიორგობას!  წმინდა გიორგი იყოს მფარველი ყველა ჩვენგანისა!!!


ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული. წმიდა გიორგი ყველა ადამიანს ეხმარება გაჭირვების ჟამს. ჩვენს წინაშეა ორი პიროვნება – წმიდა გიორგი და მისი მტანჯველი დიოკლიტიანე. ერთი თითქოს გამარჯვებული, მეორე – დამარცხებული. ვინ არის დამარცხებული და ვინ გამარჯვებული, ეს დრომ გვაჩვენა. ჩვენ ვიხილეთ, რომ წმიდა გიორგიმ სულიერად დაამარცხა დიოკლიტიანე, ამიტომაცაა, რომ სპეციალურად მოხატულია ხატი, სადაც წმიდა გიორგი შუბით გმირავს დიოკლიტიანეს", – ბრძანა საკვიარაო ქადაგებისას ილია მეორემ. 
მისივე განმარტებით, ვისაც ჰგონია, რომ გამარჯვებულია, სინამდვილეში დამარცხებულია, ვისაც დამარცხებული ჰგონია თავი, სინამდვილეში ის შესაძლოა გამარჯვებული იყოს. "ყველა ადამიანის უპირველესი იმედი უნდა იყოს უფალი. როდესაც წმიდა გიორგი აწამეს და შეაგდეს საკანში და როცა ეგონა, რომ ყველასგან მიტოვებული იყო, ამ დროს მოესმა მას ხმა უფლისა იესო ქრისტესი: "გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ". ასევეა ყველა გაჭირვებული ადამიანი, ასევეა საქართველო. საქართველოს ესმის დღეს ხმა: საქართველოვ, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა გიორგის ლოცვით გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა

Комментариев нет:

Отправить комментарий