18 июн. 2012 г.

მარხვა    პეტრე  პავლობის    მარხვა  
სულისთვის  სასარგებლო  ბმულები:
მართლმადიდებლური ენციკლოპედიური გვერდი
სტუდია გუთანი
რადიო ივერია 
ტელევიზია ერთსულოვნება

თბილისის წმ მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი,
თამარ მეფის თანამედროვე(XIII)

1 (14) აპრილი

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“.
ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.
ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.
როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.
აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“
ევლოგი სალოსმა იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო. ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერი ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას - „მყის წარვიდა პირისაგან მათისა და დაიმალა“.
წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა).
ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)

8 (21) ივნისი

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.
ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.
ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.
მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.
თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.

ჩესს-ბეისის რეპორტაჟები  (ინგლისურად)     ჩესს-ნიუსის ინფორმაცია (რუსულად)

NameCR123456789101112PtsPlacePts GP
1Danielian24841/2111/211/210001/265-6170 (3)
2Koneru25891/211/21/21/2111/211/21/27.51-2210 (2)
3Yildiz Betul233300001/21/21/200102.51220 (2)
4Kosintseva T.253201/211/21/21/211/21/201/25.57215 (3)
5Cmilyte25081/21/211/211/21/20111/273-4235 (3)
6Kosintseva N.252801/21/21/2001/2111/204.59-10170 (3)
7Stefanova25181/201/21/21/211/21/21/2004.59-10135 (3)
8Lahno2546001/201/21/21/2111/21/258260 (3)
9Kosteniuk245711/211/2101/20101/265-695 (3)
10Galliamova24841011/2001/20000311115 (3)
11Hou Yifan262311/20101/211/2111/273-4420 (3)
12Muzychuk25981/21/211/21/2111/21/211/27.51-2375 (3)
                                                                                       კარპოვ - სეირავანის მატჩი 
დამთვრდა ანგარიშით  10-8 კარპოვის სასარგებლოდ 













24 ივნისი - 3 ივლისი 2012 თბილისის ჭადრაკის    სასახლეში გაიმართება საქართველოს პირველობა  20  წლამდე გოგნებსა და ვაჟებს შორის.
ხოლო  მსოფლიოს ჩემპიონატი
 1-15 აგვისტოს საბერძნეთის  
დედაქალაქ     ათენში

DUBAI Juniors CHESS CHAMPIONSHIP

2nd   -10th    July 2012 

                                                                                          

  დუბაის მე -11-ე  ახალგაზრდული  ჩემპიონატი



    2 - 10 ივლისი  2012








Magnus Carlsen Wins Strong Chess Tourney in Moscow ჩესს-ბეისის რეპორტაჟი
მიხეილ  ტალის სახელობის მემორიალი მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დამთვრდა! 

http://www.manbiz.com/
http://www.manbiz.com/   ერთ-ერთი ძალიან ელეგანტური...







     6-13  ივლისი,    ქუთაისის  სპორტის   სასახლე
        ევროპის  თასის  გათამაშება  ჭადრაკში                            
         8 ,10 ,12   წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის 

Комментариев нет:

Отправить комментарий